ბუნებრივია მმართველი პარტიის მისამართით საყვედურები ვერ იქნება - თალაკვაძე ანულირებაზე

გამოქვეყნდა:

"მმართველი პარტიის მისამართით საყვედურები ვერ იქნება, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტია და რადიკალიზაციის მთავარი წყარო 100 დღეა არც მიშელის შეთანხმებას შეერთებია და არც პროცესების რადიკალიზაცია შეუწყვიტავს" - ამ არგუმენტით ხსნის "ქართული ოცნების" ლიდერი, არჩილ თალაკვაძე 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას.

თალაკვაძის თქმით, შემდეგი ნაბიჯი თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვება იქნება, რის შემდეგაც "ქვეყანას ექნება შესაძლებლობა მოიპოვოს სიმშვიდე".

"შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს სრულად მხოლოდ „ქართული ოცნება“ ასრულებდა, ისე, რომ ბოლოს ამან ცალმხრივი ხასიათი მიიღო, რაც შეთანხმების იდეას ეწინააღმდეგება. [...]

შესაბამისად, ბუნებრივია მმართველი პარტიის მისამართით საყვედურები ვერ იქნება, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტია და რადიკალიზაციის მთავარი წყარო 100 დღეა არც მიშელის შეთანხმებას შეერთებია და არც პროცესების რადიკალიზაცია შეუწყვიტავს. [...]

ჩვენი პოლიტიკური გუნდი “ქართული ოცნება” მომავალზეა ორიენტირებული და საზოგადოების მხარდაჭერით, მზად არის კიდევ ერთი გამარჯვებისთვის! შემდგომი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც გამჭვირვალედ, გაუმჯობესებული რეგულაციებით, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩავატარებთ. შედეგად, თვითმმართველობის არჩევნების დასრულებიდან დაახლოებით 1 თვეში, რადიკალური ძალების დღის წესრიგი ამოიწურება, ქვეყანას ექნება შესაძლებლობა მოიპოვოს სიმშვიდე და ხელისუფლების ეფექტური მუშაობით, მოქალაქეთა ჩართულობით, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით გადავიდეს განვითარების ნორმალურ რეჟიმში", - წერს თალაკვაძე.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას საერთაშორისო პარტნიორები გამოეხმაურნენ და მმართველი გუნდი მკაცრად გააკრიტიკეს. ერთ-ერთი იყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, რომლის განცხადებაში წერია, რომ შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია ხელისუფლების მიერ მიღებული ამ ცალმხრივი გადაწყვეტილებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი