შარლ მიშელის განცხადება უსუსტესი და არასწორი იყო - გიორგი ვაშაძე

გამოქვეყნდა:

"...სტრატეგია აღმაშენებელი არის თანმიმდევრული საკუთარ გადაწყვეტილებებში, კატეგორიულად მოვითხოვთ გარანტორი მხარეების მხრიდან აღსრულების მექანიზმების განხორციელებას. რაც შეეხება შარლ მიშელის უსუსტეს განცხადებას, რომელიც დღეს ჰქონდა, ცოტა ხანში თქვენ ნახავთ საპასუხო განცხადებას ჩემი მხრიდან, რადგან, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ეს იყო არასწორი განცხადება. ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა საკუთარ თავზე ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ შეთანხმებასთან მიმართებაში. ამის შემდეგ განვიხილავ სხვა საკითხებს. ვალდებულებები ხელმოწერებთან და მათ შორის ჩემთან მიმართებაში აიღეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა და ისინი ვალდებულები არიან ჩვენს მიმართ. მე ქართულ ოცნებას რომ არ ვენდობოდი, ეს ორჯერ ორი ოთხია. მე ვენდე მათ და მათგან ვითხოვ კრიტიკულად აქტიურ ჩართულობას ამ საკითხთან დაკავშირებით".

- ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას ეხმაურება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი