ბესიკ თორდუას ადვოკატი დაზარალებულის სტატუსს ითხოვს | 26 წლის ასელ აიტპაევას მკვლელობის საქმე

გამოქვეყნდა:

ბესიკ თორდუას ადვოკატი კვლავ დაზარალებულის სტატუსს ითხოვს. ლაშა შუკაკიძე ამტკიცებს, რომ 26 წლის ყაზახი გოგოს, აისელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებული თორდუა მოკლულია, რის გამოც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ოჯახის წევრს ან ნათესავს დაზარალებულის მონაცვლის სტატუსი უნდა მიენიჭოს.

დაზარალებულის სტატისოს მოთხოვნით, გენერალურ პროკურატურას შუკაკიძემ ცოტა ხნის წინაც მიმართა, თუმცა უარი მიიღო, დღეს კი შოთაძის უწყებას უარის გასაჩივრების მიზნით მიმართა.

"ყველაზე დიდ ეჭვს ჩემში იწვევს, თუ რატომ მოხდა ამ ადამიანის მკვლელობა. იმიტომ, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ადამიანის მოკვლა არ არის ეს მარტივი და რაღაც მიზერული თანხით ასეთი ფორმით, კარგად ინსცენირებული, განახორციელო ადამიანის მკვლელობა. რაც შეეხება კლინიკას, ბესიკ თორდუა ფაქტობრივად კლინიკაში გადაიყვანეს უგონო, მკვდარ მდგომარეობაში, უბრალოდ ხელოვნურად იყო გული ამუშავებული",- ამბობს ადვოკატი ლაშა შუკაკიძე. 

ასელ აიტპაევას საქმე

ოფიციალური ვერსიით, 26 წლის ყაზახმა გოგონამ ასელ აიტპაევამ 5 მაისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-მ 6 მაისს დააკავა ბრალდებული, 57 წლის ბესიკ თოდუა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ის გააუპატიურა. პროკურატურამ კი დაკავებულს ბრალი 7 მაისს წარუდგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

14 მაისს პროკურატურამ ბრალი კიდევ ერთ პირს, ასელ აიტპაევას ნათესავს, მურად მეირბეკოვსაც წარუდგინა. საგამოძიებო უწყების ცნობით, მეირბეკოვმა, რომელმაც ასელ აიტპაევა საქართველოში სამუშაოდ ჩამოიყვანა, გოგონაზე რუსთავში 2-ჯერ იძალადა. უწყება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, 2-ჯერ გაუპატიურებას ედავება. დანაშაული 6-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლომ მეირბეკოვს აღკვეთის ღონიძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. პროცედურულად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 15 დღე აქვს იმისთვის, რომ ყაზახეთის მთავრობას მეირბეკოვის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართოს.

ასელ აიტპაევას ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ მურად მეირბეკოვმა, გოგონა საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა, იძალადა, გაყიდა, შემდეგ კი მოკლა. 26 წლის ყაზახი ქალი ოჯახის წევრები მოითხოვენ, რომ საქმეს კიდევ ერთი, ტრეფიკინგის მუხლიც დაემატოს.

საქართველოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ 26 წლის ყაზახი გოგოს, ასელ აიპტაევას გაუპატიურებაში ბრალდებული - ბესიკ თორდუა დღეს გარდაიცვალა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი