"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს საგანგებო წერილით მიმართავს. ვაშაძე მიშელს "ქართული ოცნების" დოკუმენტიდან გასვლასთან დაკავშირებით დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.
"ბათუმში, ჩვენი ბოლო შეხვედრისას განვაცხადეთ ქართული ოცნების მხრიდან შეთანხმების ცალკეული ნაწილის დარღვევის შესახებ, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა შეთანხმების სრულად შესრულებას. შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ დიპლომატიური ენა არ არის საკმარისი, ვაიძულოთ ქართული ოცნება შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რისი დასტურიც არის ცალმხრივად ამ შეთანხმებიდან გასვლა.
დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია თქვენი აქტიური ჩართულობა, რათა თავიდან ავიცილოთ გარდაუვალი პოლიტიკური კრიზისი და პროცესების რადიკალურად განვითარება, რაც მხოლოდ რუსეთის ინტერესში შედის.
თქვენს განცხადებაში, შეთანხმებაზე ნაციონალურმა მოძრაობის მხრიდან ხელის არ მოწერის თაობაზე ყურადღების გამახვილება არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, რადგან ეს მოცემულობა ცხადი და თვალნათელი იყო ხელმოწერისთანავე. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ პასუხისმგებლობა
გადანაწილებული იყო მხოლოდ პროცესში მონაწილე ხელისმომწერ მხარეებზე. მიგვაჩნია, რომ ქართული ოცნება არის ძალა, რომელსაც მხოლოდ მკაფიო და მკვეთრი გზავნილები და აღსრულების მექანიზმები აიძულებს, შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.ვადასტურებთ მზაობას, თქვენთან ერთად მივიღოთ კონსულტაციებში მონაწილეობა. გთხოვთ დროული რეაგირებისა და ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებისკენ, რათა ვაიძულოთ ქართული ოცნება დაუბრუნდეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას"- წერს ვაშაძე.
იხილეთ ასევე: