"ლიტერას" კონკურსი ჟიურის მესამე წევრმა ოქტაი ქაზუმოვმაც დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ის Facebook-ზე ასაჯაროებს. წერს, რომ მწერალთა სახლი საფრთხის ქვეშაა და მის დასაცავად ბრძოლაა საჭირო.
"მწერალთა სახლი საფრთხის ქვეშაა და იმედი მაქვს ყველა მოპროტესტე მის დასაცავად მის კიბეებზე გაათენ-დააღამებს ისეთივე მონდომებით, როგორც ახლა იბრძვის სამართლიანად კულტურისგან ასიათასი მილით შორს მყოფი "მილისტის" წინააღმდეგ. მეც ვტოვებ ჟიურის", - წერს ქაზუმოვი.
იხილეთ ასევე: