"ქართულმა ოცნებამ" შეძლო ის, რომ თქვენი მედია იყოს ასეთი თავისუფალი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი თამარ ტალიაშვილი "მთავარი არხის" ჟურნალისტს მიმართავს.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" პერიოდში, მედიამ შეძლო გაძლიერება და მმართველი გუნდის არცერთ წარმომადგენლს, მედიისთვის ცენზურის დაწესებასთან დაკავშირებით, არასდროს უსაუბრია.
მანამდე კი, გუშინ, 29 ივლისს, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ ჟურნალისტებისთვის
რეგულაციების დაწესების იდეას ემხრობა.