"ქართული ოცნების" უმრავლესობის წევრი, გიორგი ამილახვარი "მთავარი არხის" ჟურნალისტის კითხვას, როდის გადადგება პრემიერი, ირონიით პასუხობს და ამბობს, რომ ღარიბაშვილი იმაზე მეტხანს დარჩება თანამდებობაზე, ვიდრე ეს "ოცნებებში" ნიკა გვარამიას წარმოუდგენია.
"ხო აი ეხლა ელოდება ნიკა გვარამიას განცხადებას და სურვილებს და მაგის მიხედვით გააკეთებს განცხადებას. კი, კი, ძალიან გვეშინია ნიკა გვარამიასი. ნახე, ხო გინდა პასუხი, ირაკლი ღარიბაშვილი იქნება იმაზე მეტხანს პრემიერმინისტრი საქართველოს ხელისუფლებაში, ვიდრე ეს თავის ოცნებებში თქვენ დირექტორს წარმოუდგენია", - ამბობს გიორგი ამილახვარი.
ამილახვარი ვიცე-პრემიერისა და კულტურის მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მას მედიის მუშაობის ან გადაადგილების შეზღუდვა არ უგულისხმია.
წულუკიანმა "რადიო უცნობის" ეთერში თქვა, რომ "გარკვეული რეგულაციების იდეას აბსოლუტურად ემხრობა". მისი თქმით, ინფორმაციის გავრცელებას თან ვალდებულებები ახლავს და ეს ქართულ კანონში უფრო მკაფიოდ უნდა გაიწეროს.