"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს თვითმართველობის არჩევნები, რიგგარეშე არჩევნები მაინც არ დაინიშნება. მისი თქმით, სულერთია რამდენ პროცენტს აიღებს მომავალ არჩევნებში მმართველი გუნდი.
"თამამად შემიძლია გითხართ, რაც ვთქვით უკვე პრინციპში, რომ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შედეგზე, არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა, არავითარი ფორმით.
ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შედეგებს არ ექნება არანიაირ მნიშვნელობა, რომც ავიღოთ 3% ლელოსავით მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, 93% რომ ავიღოთ მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძე ისევ იმერებს, რომ არჩევნები მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.
"ჩვენ ვთქვით, რომ ნებისმიერ დროს, თუ დავინახავთ, რომ ვითარება არის მომწიფებული, იმისთვის, რომ ჯანსაღი კოალიციური მმართველობა შედგეს საქართველოში ამ შემთხვევაში ყველაფრისგან დამოუკიდებლად ჩვენ მივიღებთ ჩვენი კეთილი ნებით ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ თვითმართველობის არჩევნების შედეგზე ეს ვერ იქნება მიბმული", - თქვა მან.
მისი თქმით, პირველ რიგში მნიშვნელობა ოპოზიციის ქცევას მიენიჭება.