"გუნდის შიგნით მისი ზედმეტსახელი იყო ბოლი - ადამიანი, რომელიც ბევრს საუბრობს, მაგრამ საქმეს ნაკლებს აკეთებს. სამწუხაროდ, ტყუილები ახასიათებდა და ხშირად ვაწყდებოდით ამ პრობლემას, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, არჩევნების შემდეგ. ასეთი ბაქი-ბუქი მას ახასიათებს და ესეც არის ამის გამოხატულება"
ამბობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ექსპრემიერ გიორგი გახარიაზე "პალიტრანიუსის" ეთერში.