აშშ-ის სენატის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი "ქართული ოცნების" მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას ეხმიანება და Twiiter-ზე წერს, რომ ამერიკა იმედგაცრუებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით:
"აშშ-ის სენატი მკაფიოა საქართველოსადმი თავის ორპარტიულ გზავნილში: ჩვენ ღრმად იმედგაცრუებული ვართ ახალი მოვლენებით, რომლებიც ძირს უთხრის 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ დემოკრატიულ რეფორმებს", - წერს სენატორი ჯინ შაჰინი.