თურქეთში ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ | გარდაიცვალა სულ მცირე 4 ადამიანი

გამოქვეყნდა:

სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა სამხრეთ თურქეთში, ტურისტულ სანაპირო რეგიონებთან ახლოს, სადაც ტყის ხანძარი უკვე მესამე დღეა მძვინვარებს. ინფორმაციას Euronews ავრცელებს. ცნობილია, რომ ამ ეტაპზე ხანძართან აქტიური ბრძოლა მიდის 10 რაიონში, ტყის ხანძრის ერთი კერაა ადანის პროვინციაში, 3 - ანტალიაში, 3 - მერსინში, 2 მუღლაში და 1 ოსმანიეში.

"თურქეთის რეგიონები, სადაც ტყის ხანძრებთან ბრძოლა ამ დრომდე მიმდინარეობს, სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა" - ამის შესახებ კი თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს:

"ჩვენ გამოვაცხადეთ ტყის ხანძრებით დაზარალებული ჩვენი რეგიონები, "კატასტროფის ადგილებად, რომლებიც გავლენას ახდენენ ზოგად ცხოვრებაზე". ჩვენ გავაგრძელებთ ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას ჩვენი ერის ჭრილობების განკურნების, დანაკარგების ანაზღაურებისა და შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად",- წერს ერდოღანი Twitter-ზე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი