საქართველოს დაუცველი საზღვრები | აზერბაიჯანელი ბლოგერების ბურუსით მოცული საქმეები

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი ბურუსით მოცული საქმე და ძალიან საეჭვო სიკვდილი თბილისის ცენტრში. სასტუმრო "სტამბაში" 14 დღის წინ დატრიალებული ტრაგედია ერთი შეხედვით ძალიან ჰგავს ბანალურ შემთხვევას. რომ არა გარდაცვლილის დისიდენტური წარსული მეზობელ სახელმწიფოში და რომ არა პოლიციის დუმილი.

ოჯახს მხოლოდ 2 კვირის შემდეგ შეატყობინეს ახალგაზრდა ბლოგერის სიკვდილის შესახებ. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეს სულ უკვე მესამე ფაქტია, როცა დევნილობაში მყოფ აზერბაიჯანელ დისიდენტს გარდაცვლილს პოულობენ, სიკვდილის მიზეზი ყველა შემთხვევაში ბუნდოვანი და გაურკვეველია.

მაისში სტამბოლში გახიზნული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სასეირნოდ გავიდა - რამდენიმე დღეში ზღვაში იპოვეს. ნანტში კი კიდევ ერთ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს 3 თვის წინ 5 კაცი დაესხა თავს, დანით მოკლეს და ენის ამოჭრას ცდილობდნენ.

თბილისში გარდაცვლილ ბაკიხანოვსაც ჯერ იყო და 5 კაცი დაესხა თავს და სასტიკად სცემა. მაშინ ის გადარჩა. რამდენიმე კვირაში ის "სტამბაში" გასაუბრებაზე მივიდა, სამუშაოს და თავშესაფრის მაძიებელი ახალგაზრდა რამდენიმე წუთში უკვე გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი