საგანგებო სხდომა - პარლამენტი შეზღუდვების დაწესებას დაჩქარებული წესით განიხილავს

გამოქვეყნდა:

საგანგებო სხდომა პარლამენტში. დეპუტატები დღეს მთავრობის მიერ მომზადებულ ახალ კანონპროექტზე იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც აღმასრულებელ ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება კონკრეტული შეზღუდვების შენარჩუნება ან დაწესება და ამისთვის პარლამენტის თანხმობა არ დასჭირდება.

მმართველი გუნდში მიაჩნიათ, რომ საგანგებო მდგომარეობის მოხსნასთან ერთად, აუცილებელია ხელისუფლებამ შეზღუდვების მართვა კანონმდებლობის ფარგლებში შეძლოს:

მე ვფიქრობ ეს დააზღვევს როგორც მოქალაქეების ჯანმრთელობას, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების მოსალოდნელ პროცესს და იქნება როგორც ჯანმრთელობის კუთხით, ასევე პოლიტიკურად სტაბილურობის გარანტი - ამბობს კანონპროექტის ავტორი დიმიტრი ხუნდაძე 

ოპოზიცია კი ამბობს, რომ მთავრობის ეს ინიციატივას არაკონსტიტუციური და დემოკრატიისთვის სახიფათოა. დღევანდელ სხდომას "ნაციონალური მოძრაობაც" და "ევროპული საქართველოც"  დაესწრება.

ეს კანონი არის არადემოკრატიული, ეს კანონი არის ამ მთავრობის ხელში რეპრესიული და ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ძალიან ბოროტად როგორც პოლიტიკური ოპოზიციის დევნისათვის, ასევე ადამიანის უფლებების შეზღუდვისათვის"- ამბობს რომან გოცირიძე

აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტის ფუნქციას, რომ კონტროლი განახორციელოს მთავრობაზე, აუქმებს, ვიანდიან ამ პროექტით ენიჭება უფლებამოსილება რომ შეზღუდოს მოქალაქეთა გადაადგილება, დააწესოს სხვადასხვა ტიპის შემზღუდველი რეგულაციები, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრებას გაურთულებს" ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე

ახალ კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიღების შემთხვევაში ცვლილება ძალაში 2020 წლის 23 მაისიდან შევა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი