სანამ თეა წულუკიანი "მთავარი არხის" მიკროფონით ერთობა, გელათი ნადგურდება | მრავალსაუკუნოვანი ფრესკები იშლება

გამოქვეყნდა:

ვიდრე წულუკიანი ოდეერების შერჩევით და კულტურაში ნეობოლშევიზმის აღორძინებითაა დაკავებული, ქართული კულტურის რეალური საგანძური ჩვენს თვალ წინ ნადგურდება.

5 დღეში ხელოვნების მუზეუმიდან ეროვნული საგანძურის ევაკუაცია იწყება, 139 000 ექსპონატს შორისაა მაგალითად ფასდაუდებელი ხახულის კარედი, ანჩისხატი, და კიდევ ბევრი სხვა. ამ ნივთების გატანის გეგმას სპეციალისტები 2 წელი ამუშავებდნენ, და ათანხმებდნენ პარლამენტთან, იუნესკოსთან, საერთაშორისო ექსპერტებთან.

წულუკიანმა ეს გეგმა თვითნებურად შეცვალა და 6 თვეში შენობის დაცლა ბრძანა. იმ შენობისა რომლის აღდგენას წულუკიანის უწყება არარენტაბელურად მიიჩნევს და სავარაუდოდ ივანიშვილისთვის ამზადებს.წულუკიანი ტემპით გამოდის რომ დღეში 772 სამუზეუმო ნივთი უნდა გაიტანონ.

ვიდრე წულუკიანი მავნებლობით და ჩვენი მიკროფონით ერთობა, გელათში უკვე იმ ფლიგელის ნაწილმა დაიწყო ჩამოშლა, რომელსაც აქამდე წესით საფრთხე არ ემუქრებოდა. ხარაჩოებზე, რომელთან მიახლოება მინისტრმა ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს აუკრძალა, ისევ არავინ ჩანს. მრავალსაუკუნოვან ფრესკებს ნესტი ანადგურებს.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი