"ქართული ოცნების" დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი ავსტრალიის მოქალაქე, შანაი ბრუკის გარდაცვალების შემდეგ დაწყებულ საზოგადოების კრიტიკას ეხმაურება და წერს, რომ სანამ სხვები საკუთარი ქვეყნის "ზიზღით" არიან დაკავებულები, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე მაგარი სამშობლო გვაქვს.
"სანამ სხვები საკუთარი ქვეყნის ზიზღით არიან დაკავებული, გვახსოვდეს, რომ ყველაზე მაგარი სამშობლო გვაქვს", - წერს შალვა პაპუაშვილი.
კრიტიკას, ასევე, გამოეხმაურა დეპუტატი ნინო წილოსანი, რომლის აზრითაც, მშვენიერი ქვეყანა გვაქვს და თუ ერთეული ცუდი გამოგვერევა, მთელ ერზე არ უნდა განვაზოგადოთ.
ცნობისთვის, საზოგადოებისა და ოპოზიციის კრიტიკა გახშირებულ კრიმინალსა და დაუსჯელობის სინდრომზე მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში 31 წლის ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი ნახეს. ამავე თემაზე: