"მოვედი, რომ სამართალდამცველებისგან შეკითხვებზე პასუხი მივიღო" | პოლიციის სამმართველოში ავსტრალიელი ქალის მეგობრები იკითხებიან

გამოქვეყნდა:

31 წლის შანე ბრუკის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს. კვალიფიკაცია თავისუფლების უკანონო აღკვეთიდან მას შემდეგ შეიცვალა რაც სამართალდამცავებმა 31 წლის პედაგოგის დასახიჩრებული და ნაწამები ცხედარი იპოვეს.

მიმდინარე გამოძიებაზე სამინისტრო განმარტებებს არ აკეთებს, შესაბამისად, ამ ეტაპზე უცნობია, რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვები განახლდა. ცოტა ხნის წინ იქ მოკლული ბრუკის მეგობრები მივიდნენ. 

"მოვედი, რომ სამართალდამცველებისგან შეკითხვებზე პასუხი მივიღო. არ მახსენდება, რომ შანეის ეთქვას რაიმე მის წინააღმდეგ არსებული აგრესიული ქმედებების, ან ძალადობის შესახებ. მალე საქართველოში მისი ძმა ჩამოდის. ოჯახი კოვიდშეზღუდვების გამო ჩამოსვლას ვერ ახერხებს. ვიცი, რომ ქალბატონმა ამოიცნო მისი ცხედარი, პოლიციას სხვა ვერსია არ გაუვრცელებია",- ამბობს გარდაცვლილი ქალის მეგობარი. 

მოკლული ავსტრალიელი შანეი ბრუკის კოლეგა International House Tbilisi-დან იხსენებს, რომ 31 წლის პედაგოგს მოწონდა საქართველო და ქვეყნიდან წასვლას არ აპირებდა. 

"ძალიან სასიამოვნო და კარგი გოგონა იყო, თბილი, აღფრთოვანებული საქართველოთი და ძალიან მოსწონდა აქაურობა და არ აპირებდა წასვლას. არასოდეს არც გაგვიგია რომ ვინმე აწუხებდა, პირიქით, იყო ძალიან კმაყოფილი",- ამბობს შანეი ბრუკის კოლეგა ელენე ჩინჩალაძე.

ცნობისთვის, ავსტრალიელ შანაე ბრუკსის 30 ივლისიდან ეძებდნენ. მასწავლებლის ცხედარი თბილისში 31 ივლისს იპოვეს. მეგობრების თქმით, ბოლო საუბრის დროს ის ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ მას თავს დაესხნენ. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, ის სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლი გახდა. კადრები სადაც სხეულზე ძალადობის კვალი ჩანს, "მთავარი არხის" დრონებმა გადაიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში გარდაცვლილი ავსტრალიის მოქალაქის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება. ჯერჯერობით უცნობია  რამდენი ადამიანი დაესხა 31 წლის ქალს თავს და ამოღებულია თუ არა გარე სათვლთვლო კამერების ჩანაწერები. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი