პროტესტი კულტურის მინისტრს! - ხვალ, 2 აგვისტოს, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები კულტურის სამინისტროსთან შეიკრიბებიან და თეა წულუკიანის რეპრესიულ პოლიტიკას გააპროტესტებენ. მუსიკოსები, მწერლები და პუბლიცისტები მინისტრს მიმართავენ და ისტორიის მუზეუმის შენობაში დაცული უნიკალური საგანძურის დაცვას მოითხოვენ.
გარდა ამისა, ხელოვანები კულტურის მინისტრს კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ ქართულ ხელოვნებასა და ლიტერატურაში ცენზურა აღარ დაბრუნდება, რისი მცდელობაც თეა წულუკიანს კულტურის მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ არაერთხელ ჰქონია.
"ყურებს არ ვუჯერებდი როცა შევიტყვე, რომ ასე თვითნებურად ბედავენ ეროვნული განძის ხელყოფას და ადგილის შეცვლას. ალბათ პროფესიონალები დამეთანხმებიან და თუ ეს ვინმემ არ იცის, ხვალ 12 საათზე ავუხსნით კულტურის სამინისტროსთან, რომ ქართული ეროვნული განძის, ოქროს ფონდის ხელყოფას ბიძინა ივანიშვილის და მისი ციხის მაყურებლებს, როგორიც არის თეა წულუკიანი, არ მივცემთ", - თქვა თაკო ჩარკვიანმა.
ცნობისთვის, წულუკიანისა და სამინისტროს პროტესტის ნიშნად ხელოვანები კონკურს "ლიტერასაც" ტოვებენ.