რა მოხდა მთაწმინდაზე | ვინ და რატომ მოკლა შანე ბრუკი და როგორ მუშაობს გამოძიება

გამოქვეყნდა:

რა მოხდა მთაწმინდაზე? სად და როგორ? - პასუხები გამოძიებამ უნდა გაგვცეს. როგორ და რატომ მოკლეს ქალი? იძალადეს თუ არა ქალზე სექსუალურად? არსებობენ თუ არა დანაშაულის მოწმეები? და - რაც მთავარია - ვინ არის მკვლელი? ან - ვინ არიან მკვლელები? 

კითხვა ბევრია, თუმცა დიდი შანსია, რომ გამომძიებლები ისეთივე ჩიხში მოექცნენ, როგორშიც არაერთხელ აღმოჩენილან - არაპროფესიონალისთვისაც კი შესამჩნევი იქნებოდა, რამდენი არააუცილებელი ადამიანი ტრიალებდა ახლადნაპოვნი ცხედრის ირგვლივ. 

დამნაშავის ფეხის ერთი ნაკვალევიც კი რომ აღმოაჩინო, რამდენი ინფორმაციის მიღება შეიძლება მის შესახებ - დაწყებული მისი ფეხის ზომიდან, წონიდან, სიარულის მანერიდან და დასრულებული ფეხსაცმლის ტიპით და მოდელითაც კი - ანუ შეიძლება ზუსტად გაიგო, რა ეცვა ფეხზე მკვლელს. 

მერე რამდენი სახის გენეტიკური მასალა ან სხვა ტიპის ნივთმტკიცებულება შეიძლება იპოვო შემთხვევის ადგილზე - დამნაშავის თუნდაც ერთი თმის ღერი ან აწყვეტილი ღილი და ა.შ. 

მაგრამ იქ მისულმა გამომძიებლებმა თუ ვიღაც სხვა ადამიანებმა ისე გადაჯეგეს ყვითელი ლენტით შემოსაზღვრული ტერიტორია, რომ იქ არსებული ყველანაირი კვალი, ალბათ, თვითონვე გაანადგურეს. 

ჩვენი ჟურნალისტი, ლაშა კვესელაძე მივიდა დღეს იმ ადგილას, სადაც მოკლული შანე ბრუკი იპოვნეს - იქ უკვე არანაირი ყვითელი ლენტი აღარაა. 

ლაშა შეეცადა აღედგინა შანაის უკანასკნელი მარშრუტი. ის ასევე გაჩვენებთ, როგორ იმუშავეს ჩვენმა გამომძიებლებმა და როგორ მუშაობენ ასეთ ვითარებაში ცივილიზებულ სამყაროში, სადაც გამოძიებებს იმისთვის ატარებენ, რომ მართლა იპოვონ დამნაშავეები და არა უბრალო ფორმალობის გულისთვის.

ცნობისთვს, ავსტრალიელ შანე ბრუკსის 30 ივლისიდან ეძებდნენ. მასწავლებლის ცხედარი თბილისში 31 ივლისს იპოვეს. მეგობრების თქმით, ბოლო საუბრის დროს ის ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ მას თავს დაესხნენ. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, ის სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლი გახდა. კადრები სადაც სხეულზე ძალადობის კვალი ჩანს, "მთავარი არხის" დრონებმა გადაიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში გარდაცვლილი ავსტრალიის მოქალაქის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი