ქართული კულტურის მმართველი დიქტატორი | ხელოვნების მუზეუმის საგანძური საფრთხის წინაშე

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი სანიმუშო საქციელი, რომლითაც "ქართულმა ოცნებამ" მსოფლიო ანალებში შევიდა და, სამწუხაროდ, თან შეითრია საქართველოც, ოქროს უძველესი საბადოს, საყდრისის აფეთქება იყო. როგორც ჩანს, "ოცნება" აგრძელებს ფეთქებად პოლიტიკას კულტურაში და ამიტომ ამ სფეროს ახალი შაჰიდი მიუგზავნა თეა წულუკიანის სახით. 

ამჯერად ხელოვნების მუზეუმის ჯერი მოვიდა და მინისტრი იქ დაცულ ოქროულობას მიადგა - პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ოქროულობას. 

საქმე არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებს ეხება, რომლებმაც საუკუნეებს ან ათასწლეულებს გაუძლო, მაგრამ არასწორი მოპყრობით მათ დაზიანებას ან განადგურებას ძალიან პატარა დრო სჭირდება. 

საქმე არ ეხება მხოლოდ მუზეუმის შენობას, რომელიც თავისთავად ისტორიული ძეგლია, არამედ, პირველ რიგში, იქ დაცულ კოლექციას, რომელიც საფრთხის ქვეშ დგება. 

პროფესიონალები, ვინც ამ აზრის გამოთქმა გაბედა და წულუკიანის გეგმას შეეწინააღმდეგა, მინისტრმა მარტივად მოიცილა თავიდან - მოხსნა თანამდებობებიდან.

ქართულ კულტურას პატარა დიქტატორი მართავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი