"ეროვნული ტრაგედიაა" - ნიკა გვარამია სპორტსმენების პოლიტიკაში წასვლაზე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია Facebook-ზე სპორტსმენების პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით წერს:

იმაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს, გამარჯვებული სპორტსმენი იყო და შენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის ბედნიერება მოგქონდეს. თან, გაუბედურებული და გაღატაკებული ქვეყნისა და ხალხისთვის.

და რამხელა ტრაგედიაა, რომ მერე პოლიტიკაში მიდიან და ყველა, როგორც ერთი, ადამიანურ სახეს კარგავს. კუნთების გროვებად განიხილავენ და ამისთვის შეყავთ პარლამენტში ან ნიშნავენ თანამდებობებზე. ისე გვაზიზღებენ თავს, მათი ლეგენდარული სახეები და ისტორიები მეხსიერებიდან იშლება და მათი ახალი - მოძალადე და კორუმპირებული - სახეებით იცვლება და რჩება.

ასეთი მარტო საქართველოში ხდება და უფრო მცირე მასშტაბით - რუსეთში.

ეროვნული ტრაგედიაა, მე რომ მკითხო, - წერს ნიკა გვარამია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი