განულებული პოლიტიკა | 19 აპრილის შეთანხმებიდან გასული "ოცნება"

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება", რომელმაც შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად ისე გამოაცხადა, რომ ამის შესახებ დოკუმენტის სხვა ხელმომწერებს არც კი გააგებინა. 

შარლ მიშელმაც, მთელმა ევროპამაც და ჩვენც ამის შესახებ ერთად გავიგეთ მათი ბრიფინგიდან. და, რა თქმა უნდა, ყველაფერში დამნაშავე ისევ "ნაციონალური მოძრაობა" აღმოჩნდა - მთავარი ოპოზიციური პარტია, როგორც თვითონ უწოდეს მას იმ ბრიფინგზე. 

ვერ გავიგე, ახლა გახდნენ "ნაცები" მთავარი ოპოზიციური პარტია? აბა, დაგასრულებთო, რადარებზე აღარ იკითხებითო, აღარაფერს აღარ წარმოადგენთ, არაფერი შეგიძლიათო - და თვითონვე ამბობენ, რომ დღის წესრიგს ისევ "ნაციონალური მოძრაობა" უქმნის. 

გამაგებინეთ, უკვე ამ 9-წლიანი მმართველობის თავზე, ვინ არის ხელისუფლებაში - "ქართული ოცნება" თუ ისევ "ნაციონალური მოძრაობა"?

ანა ასათიანის რეპორტაჟი: "განულებული პოლიტიკა"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი