
"არასწორად არის დასმული კითხვა"- ასე პასუხობს "მთავარის" შეკითხვას ირაკლი კობახიძე, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე ის საქმის კურსში არ ჩააყენეს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ისევ ამტკიცებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" არაფერი იცოდა, პრეზიდენტთან კონსულტაციები არ გაუვლიათ, თუმცა რატომ დაუმალეს პარტიის ლიდერებს ეს გადაწყვეტილება, კობახიძე არაფერს ამბობს:
იმ მომენტისათვის როდესაც ტარდებოდა პრეზიდენტის ბრიფინგი,მე არ მაქონდა პირადად ინფორმაცია და კონსულტაციები პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის არ გამართულა, შესაბამისად აქ სიცრუსეთან არ გვქონდა საქმე, მაგრამ ჩვენ გვაქვს საქმე ოპოზიციის არასწორ სპეკულაციებთან" ამბობს კობახიძე
მისივე თქმით, გიორგი რურუას შეწყალების უფლება პრეზიდენტს არ აქვს და გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა თავად განაცხადა, რომ ბრიფინგამდე გადაწყვეტილების შესახებ ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ- მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს აცნობა.