"მთავარ არხს" დაუკავშირდა პირი, რომელიც ამბობს, რომ შესაძლოა, მოძალადე ამოიცნო | შანე ბრუკის მკვლელობა

გამოქვეყნდა:

შანე ბრუკის მკვლელობასთან დაკავშირებით, დღეს, "მთავარ არხს" დაუკავშირდა ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ შესაძლოა, ამოიცნო მოძალადე, რომელზეც მოწმეები საუბრობენ და რომელიც, შესაძლოა, მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობას უკავშირდებოდეს. ეს მხოლოდ ვარაუდებია, თუმცა, ამ ადამიანის მიერ დასახელებულ ტერიტორიაზე ამ წუთებში უკვე სამართალდამცველები მუშაობენ.

ცნობისთვის, ავსტრალიელ შანე ბრუკის 30 ივლისიდან ეძებდნენ. მასწავლებლის ცხედარი თბილისში 31 ივლისს იპოვეს. მეგობრების თქმით, ბოლო საუბრის დროს ის ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ მას თავს დაესხნენ. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, ის სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლი გახდა. კადრები სადაც სხეულზე ძალადობის კვალი ჩანს, "მთავარი არხის" დრონებმა გადაიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში გარდაცვლილი ავსტრალიის მოქალაქის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი