სუს-ის სკანდალური ჩანაწერები - "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია "მთავარ აქცენტებში" "ქართულ ოცნებას" მიმართავს.
ერთადერთი რამ, რაც მინდა ვუთხრა "ქართულ ოცნებას", ჩვენ ვიცით, რომ აპირებთ პანდორას ყუთის გახსნას და ვიდეოების, აუდიოჩანაწერების გამოქვეყნებას... პირველი, აი ეს კრებსები თუ გამოქვეყნდება სახელი და გვარებით მთელი პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ, მეორე, ეს კრებსები თუ გამოქვეყნდება ან ამგვარი კრებსები მოგონილი ან შეთხზული ისტორიებით, მთელი პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ. მესამე, ნებისმიერი ვიდეო-აუდიო მასალა, რომელიც ნებისმიერი ფორმატით, უკრაინული ვიკილიქსი იქნება ეს თუ პაპუა ახალი გვინეას ვიკილიქსი, გამოქვეყნდება, მთელი პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ და კიდევ ერთი - ამ გამოქვეყნებების საპასუხოდ, თუ თქვენ ამას მაინც გააკეთებთ, მე გავჩერდი, როგორც ხედავთ, გავჩერდი ალბათ 1/5-ზე, თუ თქვენ ამას გააკეთებთ, სერიალივით ვიჯდები ამ სტუდიაში და გავაგრძელებ ამგვარი დოკუმენტების კითხვას, - მიმართავს ნიკა გვარამია "ქართულ ოცნებას".
იხილეთ ასევე: