საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმომწერ ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრის მთავარი თემა შარლ მიშელის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლაა.
ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა "ლელოს" ლიდერებთან.
"პირველი, რაც გავიგეთ ქალბატონი პრეზიდენტისგან არის ის, რომ შარლ მიშელისთვის „ქართული ოცნების“ განცხადება იყო მოულოდნელი, ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ და იმედია პრეზიდენტი თვითონ გააკეთებს განცხადებას მის პოზიციასთან დაკავშირებით" - თქვა შეხვედრის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ.
სალომე ზურაბიშვილი დღეს უკვე შეხვდა "გირჩის" წარმომადგენლებს, ასევე უმრავლესობიდან ირაკლი კობახიძეს და ათონელის რეზიდენციაში ცოტა ხანში არჩილ თალაკვაძეც უნდა მივიდეს.
შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" მიშელის შეთანხმება ამოწურულად და ანულირებულად გამოაცხადა.