ნ.გ.- ს ზღაპრებზე და ფანტაზიებზე ვერ გავაკეთებთ კომენტარს - კობახიძე სუს-ის მოსმენებზე

გამოქვეყნდა:

ნ.გ. - ს ზღაპრებზე და ფანტაზიებზე ჩვენ ვერ გავაკეთებთ ვერავითარ კომენტარს. როგორც ჩანს, საკუთარი წარსული გაახსენდათ, - ასე ეხმიანება "ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას "მთავარ აქცენტებში", სუს-ის მიყურადების შესახებ გასაჯაროებულ კრებსებს.

კობახიძის მტკიცებით, ქვეყანაში უკანონო მოსმენები არ არის:

„არის რაღაც ტექსტები, რომელიც მოვისმინეთ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, არის რაღაც ფანტაზიის ნაყოფი, როგორც ჩანს, გაახსენდათ საკუთარი წარსული, ვერ გამოვიდნენ იმ წარსულიდან, როცა ისინი უსმენდნენ ტოტალურად მთელ საზოგადოებას. ნიკა გვარამია აქედან ვერ გამოვიდა, აქედან გამომდინარე, ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული - ამბობს კობახიძე.

იმ ფაქტს, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, კონკრეტულად კი გიორგი მშვენიერაძე ადასტურებს გავრცელებული ტექსტის შინაარსს, კობახიძისთვის "ამას ფასი არ აქვს"

„მშვენიერაძე და გვარამია არიან ერთი პოლიტიკური პარტიის წევრები და აქედან გამომდინარე, მელიამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა, ეს არ ჭრის, ამას ფასი არ აქვს,“- ამბობს ირაკლი კობახიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი