ამას იგონებს გვარამია, ნაცმოძრაობის და "ოცნების" გათანაბრება უნდა - მდინარაძე ფარულ მოსმენებზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძე "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მიერ სუს-ის უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით გავრცელებულ დოკუმენტებს "მოგონილს" უწოდებს.

"ამას იგონებს გვარამია. რატომ იცით, ერთ წინადადებას გეტყვი, რამენაირად უნდა რომ გაათანაბროს ნაცმოძრაობა და "ქართული ოცნება" და არ გამოვა ეგ ამბავი", - თქვა მამუკა მდინარაძემ. 

მას აღარ უპასუხია დამატებითი კითხვებისთვის, რაც არასამათავრობოების წარმომადგენლების მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის დადასტურებას ეხება.

გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ნიკა გვარამიამ წაიკითხა სუს-იდან მოპოვებული ოპერატიული კრებსი, სადაც საუბარია სასულიერო პირებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე, მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებსა და მათ პირად ცხოვრებაზე. ყველა ეს ინფორმაცია 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდსა და მიმდინარე წელს ასახავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი