პრეზიდენტთან შეხვედრაზე პაპუაშვილი და თალაკვაძე მივიდნენ

გამოქვეყნდა:

ათონელის რეზიდენციაში შეხვედრები გრძელდება. ამ წუთებში პრეზიდენტთან უმრავლესობის დეპუტატები შალვა პაპუაშვილი და არჩილ თალაკვაძე იმყოფებიან.

განხილვის თემა შარლ მიშელის დოკუმენტია, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ანულირებულად გამოაცხადა და აღარც აპირებს შეთანხმებას დაუბრუნდეს.

უმრავლესობის გარდა სალომე ზურაბიშვილი დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი