
კორონავირუსით ინფიცირების რვა ახალი შემთხვევიდან ერთი ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, შვიდი კი საკარანტინე ზონიდანაა. როგორც ინფფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, ორის მდგომარეობა მძიმეა.
რვა ახალი შემთხვევიდან ორი შემთხვევა არის მძიმე, კლინიკურად მძიმედ გამოხატული სურათით. ასაკობრივი სპექტრი განსხვავებულია, არის მაღალი ასაკის პირებიც და საშუალო ასაკიც. საკარანტინე სივრცეში დადასტურებულებიდან ორს მოგზაურობის ისტორია აქვს, - ამბობს ეზუგბაია.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 721 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 485.
გარდა ამისა, ფიქსირდება ვირუსით რეინფიცირების მესამე შემთხვევა.