შანაი ბრუკის ძმა საქართველოშია

გამოქვეყნდა:

31 წლის შანაი ბრუკის ძმა საქართველოშია. სავარაუდოდ რამდენიმე საათში მას უკვე საგამოძიებო უწყებაში დაიბარებენ ჩვენების მისაცემად. მოკლული ქალის ძმას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ინფორმაცია რომ ის თბილისშია, "მთავარს" შანაი ბრუკის მეგობარმა დაუდასტურა.

ცნობისთვის, ავსტრალიელ შანაი ბრუკსის 30 ივლისიდან ეძებდნენ. მასწავლებლის ცხედარი თბილისში 31 ივლისს იპოვეს. მეგობრების თქმით, ბოლო საუბრის დროს ის ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ მას თავს დაესხნენ. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, ის სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლი გახდა. კადრები სადაც სხეულზე ძალადობის კვალი ჩანს, "მთავარი არხის" დრონებმა გადაიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში გარდაცვლილი ავსტრალიის მოქალაქის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი