ზუგდიდში სკოლის დირექტორების და პედაგოგების ტერორის მორიგი ტალღა დაიწყო - ბაჩანა შენგელია

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში წინასაარჩევნოდ, სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლების ტერორი დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას ბაჩანა შენგელია ავრცელებს და ოპოზიციას მოუწოდებს, საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით, დროულად იქონიონ რეაგირება:

დაიწყო ზუგდიდში სკოლის დირექტორების და პედაგოგების ტერორის მორიგი ტალღა!

უკვე იბარებენ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს და თვითმმართველობის არჩევნებზე აქტიურობის სანაცვლოდ პირდებიან დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნას 6 წლით, წინააღმდეგ შემთხვევაში გათავისუფლებით ემუქრებიან.

ჯერ კიდევ შარშან ვთხოვდი ოპოზიციას, რომ მიექციათ ყურადღება, ახლა უკვე საპარლამენტო ბერკეტის გამოყენებას ვითხოვ და ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენებას! ასე ყალბდება არჩევნები და არა უშალოდ არჩევნების დღეს, ეს წესით ოპოზიციას უნდა ესმოდეს!

გასაგებია, ხელისუფლება კრიმინალებისგან შედგება, მაგრამ განათლების სისტემა დასაცავია და ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ, სანამ დროა და სანამ მორიგი ადამიანის სიცოცხლე არ შეუწირიათ." წერს ბაჩანა შენგელია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი