ქართულ მოტივებზე აწყობილი თანამედროვე ქორეოგრაფიული დადგმით სუხიშვილები ღია სცენა "თაკარას" საზაფხულო სეზონს აგრძელებენ - უმცროსი ილიკო სუხიშვილის ახალ ცეკვას "ქარაბშა" ეწოდება და პირველად მას მაყურებელი 5 აგვისტოს იხილავს.
საპრემიერო წარმოდგენის გარდა სუხიშვილები ამ სეზონზე ძველი პროექტების აღდგენასაც გეგმავენ.