"თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო!" | "პატრიოტების" წერილი პუტინს

გამოქვეყნდა:

"პატრიოტთა ალიანსი" ვლადიმერ პუტინს მიმართავს. მიმართვას ირმა ინაშვილიFacebook-გვერდზე რუსულ ენაზე ავრცელებს. წერილში "პატრიოტები" პუტინს შემდეგი სიტყვებით მიმართავენ - "თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო!".

წერილიდან ირკვევა, რომ ინაშვილი და მისი პარტია შეშფოთებულია საქართველოში ნატო-ს წვრთნებით და ელოდებიან, რომ რუსეთი "საქართველოში ნატოს წვრთნების საპასუხოდ სამხედრო-ტექნიკურ ზომებს მიიღებს".

"ეს კი, სავარაუდოდ ნიშნავს, რომ უშუალოდ ჩვენს სიახლოვეს განათავსებს ახალ სარაკეტო დანადგარებს, ახალ თვითმფრინავებს, დამატებით სამხედრო ტექნიკასა და საჯარისო ნაწილებს და ყოველივე ამისი მიზეზი ორი მსახიობის თეატრია: „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის თეატრია!" - წერს ინაშვილი.

"პატრიოტები" მათ მოსკოვურ ვოიაჟებს იხსენებენ და ამბობენ, რომ რუს დეპუტატებთან შეხვედრებმა "ომსაც კი გადაგვარჩინა"

წერილის ავტორები პუტინს სთხოვენ, განმუხტოს დაძაბულობა. 

"დღეს, ვგრძნობთ რა პასუხისმგებლობას, განსხვავებით გამყალბებელი კობახიძისგან, ვგრძნობთ რა პასუხისმგებლობას, განსხვავებით ერთმანეთთან შერწყმული „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობისაგან, საჯაროდ მივმართავთ რუსეთის პრეზიდენტს, რათა კვლავ განიმუხტოს დაძაბულობა, აღდგეს დიალოგი ყველა დონეზე, განახლდეს კულტურულ-სოციალური ურთიერთობა და რაც მნიშვნელოვანია, ორმხრივად გაიხსნას საინფორმაციო სივრცე, რათა ბოლოს და ბოლოს გამოვნახოთ საერთო ენა!" - წერს ირმა ინაშვილი.

"მთავართან" საუბრისას ადა მარშანია ამბობს, რომ რუსეთთან კონტაქტები უნდა გვქონდეს, სხვა შემთხვევაში საქართველოს საქმე უარესად იქნება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი