გიორგი გახარია პარლამენტში 27 მაისს მივა

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი პარლამენტში 27 მაისს მივა. ამის შესახებ განცხადება ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, გიორგი გახარია დეპუტატებს კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებულ ანგარიშს წარუდგენს.

პრემიერმა უკვე მოგვმართა წერილით და ის მომდევნო სასესიო კვირაში, 27 მაისს წარსდგება პარლამენტის წინაშე კოვიდ 19-ის ინფექციასთან და მის მართვასთან დაკავშირებული ანგარიშით, სადაც ვიმსჯელებთ უკვე შესრულებულ სამუშაოსა და ასევე, სამომავლო გეგმებზე, რომელიც თითოეულ მოქალაქეს აინტერესებს. რასაკვირველია, პრემიერი შემდეგშიც მობრძანდება პარლამენტში, მას ასევე ივნისში აქვს წლიური ანგარიში. ასე რომ, წინ საინტერესო სამუშაო გველის. შესაძლოა, საგაზაფხულო სესია გაგვიგრძელდეს, - ამბობს თალაკვაძე.

 შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე კვირის წინ დაიბარა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი