ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელ ბენიკ აბრამიანს, დოპინგი დაუდასტურდა. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, ბრამიანი მოხსნილია ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან.
"მის შემდგომ სპორტულ კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებს მოგვიანებით განიხილავენ შესაბამისი სპორტული ორგანიზაციები.
აქვე გაცნობებთ, რომ ტოკიოში გამომგზავრებამდე უკლებლივ ყველა ლიცენზიანტმა სპორტსმენმა, მათ შორის ბენიკ აბრამიანმა გაიარა დოპინგ-კონტროლი", - წერია კომიტეტის განცხადებაში.
ტესტების საერთაშორისო სააგენტოს (ITA) ინფორმაციით, აბრამიანს 3 აკრძალული სტეროიდი აღმოუჩინეს. სპორტსმენს უფლება აქვს დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) გაასაჩივროს და B-სინჯის გახსნა მოითხოვოს.
ბირთვის კვრაში ფინალი ტოკიოში 5 აგვისტოს არის დაგეგმილი.