ტყუილების კომენტირებას არ დავიწყებ - "ოცნება" ღარიბაშვილის ვიზიტების გაუქმებას უარყოფს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ ევროპის ქვეყნები პრემიერთან ვიზიტებს აუქმებენ - ცნობილი ხდება, რომ ღარიბაშვილის ვიზიტი, ლატვიასა და ესტონეთში, 8 -9 აგვისტოს იგეგმებოდა, თუმცა ამ ორ ქვეყანაში მას აღარ ელოდებიან. 

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღით ადრე ღარიბაშვილთან შეხვედრა გააუქმა ლიეტუვის პრემირმაც.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლებამ დასავლეთს ზურგი აქცია, შესაბამისად პარტნიორების რეაქციამაც არ დააყოვნა. "ქართულ ოცნებაში" გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ. 

"მთელი თქვენი მცდელობა წლების განმავლობაში, რომ როგორმე საქართველოს სანქციები დაუწესდეს არ მოხდება, იმიტომ, რომ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა, მითუმეტეს აღმოსავლეთ ევროპის და სამეზობლო პოლიტიკაში. დესტრუქცია, რომელსაც თქვენ თესავთ, სამწუხაროდ, აზიანებს საქართველოს, მაგრამ არც ისე, რომ საქართველოს წინსვლა შეაჩეროს.

რაღაც ტყუილების კომენტირებას არ დავიწყებ", - თქვა უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა. 

"მთავარი არხის" ვიზიტების გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმებას პრემიერისა და მთავრობის ადმინისტრაციასთან, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს. უწყებების მხირდან გამოხმაურება ჯერ არ ყოფილა. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი