იქნებ ჩართოს ტელეფონი და გამოჩნდეს - ლაგოდეხიდან გაუჩინარებულ 14 წლის ბიჭს ეძებენ

გამოქვეყნდა:

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანიდან გაუჩინარებულ 14 წლის გელა ჯიბღაშვილს ორი დღეა ეძებენ. მოზარდი სახლიდან კვირას დილით გავიდა და შემდეგ მისი კვალი ქრება. ოჯახის წევრების თქმით, ბავშვი სახლიდან დაუკითხავად აქამდეც გასულა, თუმცა მსგავსი შემთხვევა არ მომხდარა.

მათივე ინფორმაციით, მოზარდს კონფლიქტი არავისთან ქონია და გაუჩინარების კონკრეტული მიზეზის ახსნა უჭირთ.

"მთელი დღე ველოდებოდით და ტელეფონზე ვრეკავდით იქნებ ჩართოს, გამოჩნდეს. რომ დაღამდა ჩვენი ძალებით დავიწყეთ ძებნა, თუ სადმე საზღვარი იყო, თუ სადმე ფერმა იყო, თუ სოფელში ხალხს, ყველა გამვლელ-გამომვლელს ვეკითხებოდით ხომ არ გინახავთ? პოლიცია ეძებს, კავშირზე ვართ ვეძებთო, არანაირი ინფორმაცია არ არსებობს თქვენ გარდა ბიძამისს ელაპარაკა სხვასთან არანაირი დანარეკი არ არის", - ამბობს დაკარგული ბიჭის დედა, ოლღა დროვიანი.

დაკარგული მოზარდის დეიდა ყვება, რომ 14 წლის ბიჭის შესახებ სხვადსხვა ცნობები მიიღო.  

"მომწერეს, რომ ბათუმის მძღოლებს ეხვეწებოდა, რომ ფეხბურთზე მაგვიანდება, წამიყვანეთო. იმათმა უყვირეს სახლში იციანო? ეს რომ უთხრეს გაიქცა გაბრაზებული. მივაწოდე პოლიციას ინფორმაცია, რომ მომწერეს თბილისშიც ნახესო",- ამბობს  გელა ჯიბღაშვილის დეიდა, ნინა დროვიანი.

14 წლის გელა ჯიბღაშვილის ოჯახის წევრები გამოკითხვაზე ლაგდეხის პოლიციის სამმართველოში არიან დაბარებული. შსს-ის ცნობით, გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო. 

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი