
მტკვარში გაუჩინარებული მოქალაქის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - შემთხვევა გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცი მტკვარში გალაქტიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან გადახტა.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძებნაში ოცამდე მეხანძრე-მაშველია ჩართული, მათ შორის მყვინთავები და მცურავი საშუალებები.
როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს საგანგებო სიტუაციათა სამსახურში უთხრეს, სამძებრო სამუშაოებში იყენებენ ფსკერის სკანირების სპეციალურ მოწყობილობა "ექოლოტსაც".