ოპოზიციონერები საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ჟულიან კრამპის ხვდებიან. ამ წუთებში შეხვედრაზე ენმ-ს ლიდერები, ხატია დეკანოიძე და თინა ბოკუჩავა იმყოფებიან.
ეს არის პირველი აუდიენცია, დიპლომატიური უწყების ოფისში, მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ, 19 აპრილის შეთანმხება გაუქმებულად გამოაცხადა.
სწორედ ევროკავშირის საელჩო იყო ერთ -ერთი მთავარი მედიატორი მხარეებს შორის, რადგან შეთანხმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით გაფორმდა.
ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი უკვე შეხვდა ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც შარლ მიშელის შეთანხმების გაფორმებამდე, თვეების განმავლობაში ჩართული იყვნენ მოლაპარაკებებში.