სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში ბრიფინგი ჩაინიშნა. სალომე ზურაბიშვილი განცხადებას 20 საათზე გააკეთებს.

თემა უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, შარლ მიშელის ჩაშლილ შეთანხმებას შეეხება, რადგან გუშინ, მთელი დღის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი ამ თემასთან დაკავშირებით, ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ხვდებოდა. 

შეგახსენებთ, 28 ივლისს,  "ქართულმა ოცნებამ" მიშელის შეთანხმება ამოწურულად და ანულირებულად გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი