ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ანულირებაზე - ზურაბიშვილი შარლ მიშელის შეთანხმებაზე

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილის პირველი განცხადება შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე. პრეზიდენტმა განცხადება ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე, ცოტა ხნის წინ გააკეთა:

"ვიღებ ერთგვარ პასუხისმგებლობას და ვამაყობ რომ ხელი შევუწყვე ევროკავშირის ჩართულობას მაშინ, როცა პოლიტიკური კრიზისი ჩიხში შედიოდა, თუმცა ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე, რომლებიც იყო მხარეებს შორის შეთანხმებული და ვერც მის ანულირებაზე" - ამბობს სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი თვლის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი უნდა შესრულდეს, შეთანხმებამ დიდი როლი ითამაშა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში და არ ეთანხმება მმართველი პარტიის შეფასებას, რომ დოკუმენტმა პოლარიაზაცია ვერ შეამცირა.

მიმაჩნდა და მიმაჩნია რომ ეს პროცესი, რომელი დგას ამ დოკუმენტის მიღმა, მიზნები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ისახავს და  პრინციპი, რომელსაც ეს დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არაა და წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ უნდა გაიაროს.- ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, 28 ივლისს,  "ქართულმა ოცნებამ" მიშელის შეთანხმება ამოწურულად და ანულირებულად გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი