საპატრიარქო ოქროს ფონდის ნაწილზე პრეტენზიას აცხადებს. ხელოვნების მუზეუმში დაცული საგანძურის ევაკუაციამდე, ეკლესია ხელისუფლებას ოფიციალური წერილით მიმართავს და ანჩისხატის გადაცემას ითხოვს.
დიდი ალბათობით, წინასაარჩევნოდ პოლიტიკურად გაკოტრებულ ქართულ ოცნებას ხანგრძლივი ფიქრი არ დასჭირდება და უნიკალური ნაკეთობა ამირანაშვილის მუზეუმიდან მალე ანჩისხატის ტაძარში გადაინაცვლებს. თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია დანარჩენი ექსპონატების ბედი, მინისტრმა მუზეუმის დაცლის გადაწყვეტილება ისე მიიღო და ოქროს ფონდის განთავსების ადგილის შესახებ არც კი უფიქრია.