
აჭარაში მოქმედი შვიდი ოპოზიციური პარტია არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვს. განცხადება მათ ცოტა ხნის წინ გააკეთეს.
"ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „რესპუბლიკური პარტიის“, „ლელო - საქართველოსთვის“, ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობის“, „ემსახურე საქართველოსა" და "ახალი საქართველოს" წევრების თქმით, აჭარის უმაღლეს საბჭოში უკვე ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელზეც ხელი მოაწერა "ქართული ოცნების" გუნდმა, დასრულებულია საჯარო განხილვები, საკომიტეტო მოსმენები და დარჩენილია კენჭისყრა. პარტიების წევრები ცვლილებების ბოლომდე მიყვანას მოითხოვენ.
მოვითხოვთ რვა მარტის შეთანხმების შესრულებას, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას. მიღებული შეთანხმების შესაბამისად პროპორციული სისტემის შემოღებას და მივმართავთ აჭარის ხელისუფლებასაც, რომ გაგრძელდეს ინიცირებული კანონპროექტის განხილვა და ამის შემდეგ, ჩვენ ჩავერთვებით პროცესში, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა "ევოპული საქართველოდან", პეტრე ზამბახიძემ.
ოპოზიციას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უპასუხა. დავით გაბაიძის თქმით, მათი ეს მოთხოვნა ღია კარის მტვრევის პრონციპია.
პარლამენტს ცვლილებები არ დაუსრულებია, ახლა მიდის ამაზე საუბარი. შესაბამისად, იმისთვის, რომ მათი მოთხოვნა შესრულდეს, ველოდები როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.