დიდი ეჭვი მეპარება საერთოდ მის ავთენტურობაში - გახარია სუს-ის კრებსებზე

გამოქვეყნდა:


ყოფილ პრემიერს და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას ეჭვი ეპარება სუს-ის კრებსების ნამდვილობაში, რომელიც "მთავარ აქცენტებში" ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა:

"დიდი ეჭვი მეპარება საერთოდ მის ავთენტურობაში. პირველ რიგში, რაც გასაკეთებელია და რაც სახელმწიფოს ვალდებულებაა, რა თქმა უნდა, უნდა ჩატარდეს შესაბამისი გამოძიება და დადგინდეს საერთოდ რა არის. მანამდე, ნებისმიერი სახის კომენტარის გაკეთება არასერიოზულია" ამბობს გახარია

გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ნიკა გვარამიამ წაიკითხა სუს-იდან მოპოვებული ოპერატიული კრებსი, სადაც საუბარია სასულიერო პირებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე, მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებსა და მათ პირად ცხოვრებაზე. ყველა ეს ინფორმაცია 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდსა და მიმდინარე წელს ასახავს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი