იუსტიციის სამინისტროს 10- წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენა - მედია ისევ ერთ სივრცეშია "გამოკეტილი"

გამოქვეყნდა:

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე დღეს 10-წლიან სამოქმედო გეგმას წარადგენს. პრეზენტაცია თბილისის საკრებულოს შენობაში გაიმართება სადაც, რა თქმა უნდა, მიწვეულია მედიაც.

ხელისუფლება ბოლო პერიოდში დამკვიდრებულ "ტრადიციას" არც ამჯერად არღვევს. ჟურნალისტებისთვის ამჯერადაც ცალკე სივრცე გამოყვეს და შემოსაზღვრეს.

მედიისთვის გამოყოფილია ადგილის, საიდანაც მათ პრემიერმინისტრის და მინისტრების დანახვაც კი გაუჭირდებათ.

ფოტო: მთავარი არხი.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა "ქართული ოცნების" ღონისძიებებზე ჟურნალისტებს კონკრეტულ სივრცეს "უღობავენ". მოუხედავად პრეტენზიებისა, მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ კითხვებზე პასუხის მიღება მაინც ყველას შეუძლია. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი