ღმერთის არ გწამთ? - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ამ შეკითხვით საპატრიარქოს მიმართავს. ერთკაციანი მდუმარე აქცია მან სწორედ საპატრიარქოსთან გამართა.

"გირჩის" ლიდერი, აქცია-პერფორმანსით საპატრიაროსთვის ტყის გადაცემის ინიციატივას ეხმაურება, რომელსაც გუშინ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა მხარი სამი მოსმენით დაუჭირა.

20 ჰექტარი ტყის გადაცემა თითო ეკლესიაზე არის ამორალური საქციელი. კონკორდატი და იქიდან გამომდინარე ყველა პრივილეგია არის სასწრაფოდ გასაუქმებელი. ესაა ერთადერთი გზა, რომ ეკლესია ოქროსმოყვარულთა პოლიტიკური გაერთიანებიდან იქცეს მართლა ქრისტეს ეკლესიად, - ამბობს ჯაფარიძე "მთავარ არხთან".

საპატრულო პოლიციისა და შენობის დაცვის წარმომადგენლები დაინტერესდნენ მხოლოდ იმით, რამდენი ხნით გაჩერდებოდა ჯაფარიძე ტერიტორიაზე - აქციამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი