მაჟორიტარობის 13 წელი და 13 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფოსგან - TI ანზორ ბოლქვაძის გავლენებზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის წევრის „ქართული ოცნებიდან”, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარ ანზორ ბოლქვაძის ნათესავებისა და ახლო წრის შემოსავალმა ტენდერებიდან 2011-2021 წლებში 13 647 191 ლარს მიაღწია! - ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო" ავრცელებს. 

13 წელი და 13 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო შესყიდვებიდან - ორგანიზაციამ  მაჟორიტარი დეპუტატის ოჯახის წევრების, მისი ნათესავებისა და ახლო წრის კომპანიების მიერ მისი მაჟორიტარობის დროს სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებულ შემოსავალი შეაჯამა.

"ანზორ ბოლქვაძის პოლიტიკურ გააქტიურებასთან ერთად, 2008 წლიდან მისი ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა და ახლობლებმა თანდათან დაიწყეს კომპანიების დაფუძნება, რომელთა შემოსავალი მეტწილად სახელმწიფო შესყიდვების ხარჯზე იზრდებოდა.

ეს კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებს იღებენ აჭარის მთავრობის საქვეუწყებო ორგანიზაციის - გზების დეპარტამენტისა და ანზორ ბოლქვაძის მაჟორიტარულ ოლქში შემავალი მუნიციპალიტეტებისგან. აღსანიშნავია, რომ საგზაო დეპარტამენტის სატენდერო კომისიაში მონაწილეობს ანზორ ბოლქვაძის შვილი, როლანდ ბოლქვაძე და ორგანიზაციის მიერ შესწავლილ არცერთ ოქმში ის არ აფიქსირებს ინტერესთა კონფლიქტს, როცა ხელშეკრულება მისი ნათესავის ან ოჯახის ახლობლის კომპანიასთან უნდა გაფორმდეს. თვალშისაცემია, ასევე, ამავე კომპანიების უკონკურენტო ტენდერების სიმრავლე სწორედ გზების დეპარტამენტთან",- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

"საერთაშორისო გამჭირვალობის" კვლევას თან ახლავს მასალა, რომელშიც ბოლქვაძისა და მისი გარემოცვის კუთვნილი კომპანიების მიერ სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული შემოსავლებია ასახული. 

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მოსაზრებით, აჭარის მუნიციპალიტეტების (ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო) მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძისა და  მისი ახლობლების ეკონომიკური საქმიანობა/ინტერესები ნათლად აჩვენებს ქვეყანაში მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემის ნაკლოვანებებს.

სხვადასხვა მაჟორიტარი დეპუტატი საკუთარ საარჩევნო ოლქში სარგებლობს დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენით, რომლის წყალობითაც ისინი საჯარო სამსახურებში ასაქმებენ ახლობლებს და უპირატეს მდგომარეობაში აყენებენ მათთან დაკავშირებულ კომპანიებს. 

"საერთაშორისო გამჭირვალობა" მოუწოდებს:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოკვლევა იმ სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებით, რომლებიც კომპანია „გიგა 2015”-ის და “კონტრაქტმშენი 2016”-ის უკონკურენტო პირობებში გამარჯვებით დასრულდა;
  • საჯარო სამსახურის ბიუროს, საგანგებოდ შეამოწმოს დეპუტატ ანზორ ბოლქვაძისა და “დინამო ბათუმის” დირექტორის, არჩილ ბოლქვაძის ბოლო ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული მონაცემები და არასრული ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, იმოქმედოს კანონით დადგენილი ნორმებით.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი