გახარია პარლამენტში ერთ კვირაში ორჯერ მივა - ოპოზიციას კითხვები მზად აქვს

გამოქვეყნდა:

გიორგი გახარია პარლამენტში ერთ კვირაში ორჯერ მივა. პრემიერმინისტრი 27 მაისს მთავრობის ანგარიშს წარადგენს, 29-ში კი ოპოზიციის მოთხვნით, დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს. 

ოპოზიციის მთავარი კითხვები ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელ გზებსა და გეგმას შეეხება. საპარლამენტო ოპოზიციას აინტერესებს როგორ გეგმავს ხელისუფლება პანდემიის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი მოსახლეობის დახმარებას.

მთავრობას მოვთხოვთ პასუხს როგორ გაიზარდა სიღატაკე, რატომ მოხდა რომ საგანგებო მდგომარეობისას ყველაზე მეტად დაზარალად ეკონომიკა, რტაომ მოხდა რომ დღემდე უამრავი ადამიანი, რომელიც ელოდება დახმარებას, საარსებო რესურესების გარეშეა დარჩენილი, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე.

მთავრობის მეთაურისგან ეკონომიკურ ვითარებაზე ახსნა-განმარტებას ელოდებიან "ევროპულ საქართველოშიც" და აინტერესებთ, რატომ ვერ იღებენ ადამიანები დაპირებულ დახმარებებს,

რა გეგმა აქვს რატომ არ უწევენ გადასასხადებს, რატომ არ უბრუნებენ ხალხს  საკუთარ ფულს, რომელიც საპენსიო ფონდშია... ყველაფერს პირიქით და უკუღმა რატომ აკეთებენ... - ამბობს გიგა ბოკერია.

დეპუტატების ნაწილს კი პრემიერმინისტრთან სამთავრობო ცვლილებებზე აქვს კითხვები. "ოცნების" ყოფილ დეპუტატს, დავით ჭიჭინაძეს აინტერესებს, როდის დატოვებს თანამდებობას გიორგი გახარია. როგრც ჭიჭინაძემ დღეს განაცხადა, პრემიერს პარლამენტში სწორედ ამ კითხვას დაუსვამს.

მთვარი კითხვა ალბათ არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ქვეყნის, როდის წავა გახარია?...ჩვენ ვხედავთ, რომ მისი პოლიტიკა და მისი თანამდებობაზე ყოფნა ქვეყანას ძვირი უჯდება, - ამბობს ჭიჭინაძე.

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი ყოფილი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ პრემიერმინისტრს მოუწევს პასუხი გასცეს ყველა კითხვას დაწყებული კორუფციიდან, საკადრო პოლიტიკითა და მიმდინარე მოვლენებით დამთავრებული.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ გიორგი გახარია მზად არის ყველა კითხვას გასცეს პასუხი. მათივე თქმით, გახარია დებატებისთვისაც მზადაა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი