ცესკო საარჩევნო რეჟიმზე გადავიდა და მედიასა და ორგანიზაციებს დროული რეგისტრაციისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

ცენტრალური საარჩევნო კომისია მედიას, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ადგილობრივ და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდებს, დროულად გაიარონ შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტრაცია

საარჩევნო ადმინისტრაცია ოფიციალურად გადავიდა საარჩევნო რეჟიმზე, რაც გულისხმობს იმას, რომ კანონდებლობით დადგენილი უამრავი პროცედურა და ღონისძიება არის განსახორციელებელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ამ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა, როგორც ყოველთვის, ახლაც არის ჩვენთვის პრიორიტეტი და ამიტომ, ჩვენ გვინდა არჩევნებში ჩართულ მხარეებს, მედიას, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ადგილობრივ და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოვუწოდოთ, დროულად გაიარონ შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტრაცია - აკრედიტაცია" - განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ცესკოს პრესპიკერმა, ნათია იოსელიანმა

მისი თქმით, ცესკოსა და საარჩევნო კომისიებში იგეგმება სხდომების გამართვა და იმისათვის რომ, ჩართულმა მხარეებმა შეძლონ აღნიშნულ სხდომებზე დასწრება და გაშუქება, აუცილებელია აკრედიტაცია.

საერთაშორისო ორგანიზაციების რეგისტრაციის ბოლო ვადა 28 სექტემბერია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი