მიხეილ სააკაშვილის ოფისს ძირითადად აშშ-ს მთავრობა დააფინანსებს

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ოფისს ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა დააფინანსებს. ამერიკის სამთავრობო პროგრამამ საკუთარ თავზე აიღო რეფორმების საბჭოს ოფისის პროექტების დაფინანსება. შეერთებული შტატების მთავრობა უკრაინაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს პირველივე დღიდან ეხმარებოდა, ამჯერად კი მას უფრო სრულყოფილი სახე ექნება.

პროგრამას ამერიკის განვითარების სააგენტო ახორციელებს, რომელიც უკრაინას დემოკრატიის განვითარებაში ეხმარება. მიხეილ სააკაშვილის ოფისი ამჟამად დაკავებულია ბიზნესის თავისუფლების აქტის შემუშავებით, რომელმაც საბჭოს ბოლო სხდომაზე პრეზიდენტ ზელენსკის მხარდაჭერა მოიპოვა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი